საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. მინისტრებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობის საკითხები, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს და ხალხთაშორის კავშირები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. ასევე საქართველოს მიღწევებს ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით.
საუბრისას ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ფუნქციას ავღანეთიდან სამხედროებისა და მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში.