რომელი საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას მე-2 ტურში - არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკომ დღეს საბოლოოდ შეაჯამა.
"მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ მე-2 ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები:
ვადამდელი არჩევნები:
"ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ევროპელი სოციალისტები", "გახარია - საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველო", "თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.
მერის არჩევნების მე-2 ტურში, კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს:
"ნაციონალური მოძრაობა", გახარია - "საქართველოსთვის", თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი.
მონაცემებში გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელიც გასაჩივრებული ოქმების განხილვამ ან ხელახალმა გადათვლამ გამოიწვია.