26 აპრილი 2024,   14:34
ვრცლად
პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა - ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტზე საერთაშორისო მედია წერს

ამერიკის შეერთებული შტატების თვადაცვის მდივნის თბილისში ვიზიტზე, საერთაშორისო მედია წერს. "ესოშიეითიდ პრესის" სტატიაში ნათქვამია, რომ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა, საქართველოს სამხედროებისთვის მხარდაჭერა 6 წლით გააგრძელა.

ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ყოფილ საბჭოთა ქვეყანას დაეხმარება შავ ზღვაზე ეფექტური შემაკავებელი ძალა და თავდაცვა ააშენოს.

ოსტინის ვიზიტზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს "ეი-ბი-სი ნიუსიც". პუბლიკაციაში ხაზგასმულია პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ შტატების მხარდაჭერა მოიცავს ქართულ ძალებთან სამხედრო წვრთნებში მონაწილეობასაც.

"ოსტინის აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტი ნიშნავს, რომ ნატოს კარი ამ ქვეყნებისთვის ღიაა" - წერს" ვაშინგტონ თაიმსი".

გამოცემა "ჰილსი" კი აღნიშნავს, რომ ოსტინის ვიზიტი და საქართველოსთან გაგრძელებული მხარდაჭერა, წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან ახალ ფაზას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სფეროში.

დღის ამბები