16 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია რას იტყვის ჩვენი ხალხი - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების წერილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისივე თქმით, მთავარია რას იტყვის ქართველი ხალხი. 

"მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და ბრძნულ რჩევებს გვაძლევს. ჩვენ ამ სიაში ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები არ ვიცი. კანონის აღსრულებას ამ ქვეყანაში ვერავინ ვერ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, პირობითად რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის. ჩვენთვის მთავარია რას იტყვის ჩვენი ხალხი. სააკაშვილს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ის წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე. ამიტომ, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები