საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია.
მისივე თქმით, თუ ვინმე იყენებს სიძულვილის ენას, ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობაა".
"საერთოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიძულვილის ენაზე, ეს მომდინარეობს "ნაცმოძრაობისგან“, არათუ სიძულვილის ენა, ეს ადამიანები სიძულვილით მართავდნენ 9 წელი ქვეყანას და ქმედება, ყველაფერი, რაც მომდინარეობდა მათგან, უბედურება, ადამიანების წამება, ტანჯვა, გაუბედურება და ყველაფერი საშინელება, რაც მათ დამართეს ჩვენს მოსახლეობას, რომელ სიძულვილის ენაზე მელაპარაკებით. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას - ამ ქვეყანაში რევოლუციების და ომის დრო დამთავრებულია," - განაცხადა პრემიერმა.