08 მაისი 2024,   15:52
ვრცლად
"კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით" - კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა მათ სამომავლო გეგმები გააცნო. 

კახა კალაძემ ასევე საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თბილისელებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

"დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შევხვდით. კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ, როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. კონკრეტული რაიონების, უბნების, ქუჩების მიხედვით, თუ რა სამუშაოები იქნება განხორციელებული.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ჩვენ-ჩვენი საქმით ამ პატივისცემას და სიყვარულს დავაბრუნებთ აუცილებლად," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები