16 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ოზურგეთში მხარდამჭერებს შეხვდნენ და მე-2 ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდეს

"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე, გუნდის სხვა წევრებთან ერთად ოზურგეთშიც იმყოფებოდნენ.

ისინი მხარდამჭერებს შეხვდნენ, მათ მე-2 ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდეს და საარჩევნო სტრატეგია გააცნეს.

"ახლა ჩვენ ამ ორ მუნიციპალიტეტშიც, ოზურგეთში და თიანეთში გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, მერი და აღდგენა ის კავშირი, რომელიც აუცილებელია ცენტრალურ მთავრობას ჰქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რომ უფრო მეტი პროექტი დავუფინანსოთ ჩვენს მოსახლეობას, მეტი ყურადღება, მეტი ფინანსები წამოვიდეს და მეტი ინიციატივები განხორციელდეს ყველა მიმართულებით," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. 

 

დღის ამბები