16 ნოემბერი 2024,   16:57
ვრცლად
ევროპარლამენტარების ღია წერილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ - რაზე მიუთითებენ საერთო წერილის ავტორები 

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველომ ევროპარლამენტარების ნაწილისგან მეორე წერილი ისევ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო. საერთო წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა პოლიტიკური დევნის შესახებ კითხვებს აჩენს.

დოკუმენტზე ხელმომწერების აზრით, საფრთხე შესაძლოა საქართველოს ევროპულ არჩევანსაც დაემუქროს. ევროპარლამენტარები მმართველ პარტიას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის კონკრეტულ წინადადებას სთავაზობენ. მათი აზრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ექსპრეზიდენტმა საპატიმრო უნდა დატოვოს. მმართველი პარტიისთვის ეს წინადადება სამართლებრივი ნონსენსია.

ანდრიუს კუბილიუსის და კიდევ 4 ევროპარლამენტარის საერთო წერილის ყველა პუნქტს იზიარებენ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები. 

ევროპარლამენტარების პოზიციის გაზიარებისკენ მმართველ პარტიას დღეს სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმაც მოუწოდეს.

დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებული მიდგომა აქვთ პარტია "გირჩში". საპარლამენტო ოპოზიციის ამ ნაწილში თვლიან, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მექანიზმი არ არსებობს.

სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი უპერსპექტივოა მმართველი ძალისთვის. 

ევროპარლამენტარების და ევროპელი პოლიტიკოსების საერთო დოკუმენტს ქართველი ხელმომწერებიც ჰყავს. 

დღის ამბები