03 დეკემბერი 2021,   07:43
ვრცლად
კახა კალაძემ სტუდენტებს ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო

მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, სტუდენტებს შეხვდა. კალაძემ ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების გეგმა და სტუდენტების ხელშემწყობი პროგრამები გააცნო. აქცენტი ძირითადად ჯანდაცვის სფეროზე და მის განვითარებაზე გაკეთდა.

"ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ გავაცანით, თუ როგორი ხედვა გვაქვს, როგორ მიგვაჩნია და წარმოგვიდგენია ამ ქალაქის განვითარება. გვქონდა საუბარი, იყო შეკითხვები მათი მხრიდან კონკრეტულ მიმართულებებზე. მათი ჩართულობა და აქტივობა, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და დღესაც აქტუალურია,"- განაცხადა კახა კალაძემ. 

დღის ამბები