მმართველი პარტიის ლიდერებმა სამეგრელოში შეხვედრები მარტვილის მუნიციპალიტეტიდან დაიწყეს. მორიგი შეხვედრა კი ჩხოროწყუში გაიმართა, სადაც გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.
"კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების ახალაიების, ქარდავების, კოდუების და სხვათა სადისტების მმართველობის პერიოდი კარგად გვახსოვს.
ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ, ვერცერთ მუნიციპალიტეტში. კიდევ ერთხელ მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს,"- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.