16 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება - პრემიერი ქართველ ხალხს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე მორიგი წარმატება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართველ ხალხს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მიულოცა.

პრემიერმა აგვისტოს ომის კონტექსტში, წინა ხელისუფლების გადაცდომებზე ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ მათ პერიოდში დაკანონდა ქვეყანაში ოკუპაცია. 

"ეს არის მნიშვნელოვანი აღიარება და გამარჯვება. საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში და ეს მისალოცია თითოეული ქართველისთვის. აგვისტოს ომი ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა ჩვენი მოსახლეობისთვის. აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და აღვნიშნოთ ის სამარცხვინო საქციელი, რომელიც "ნაცმოძრაობასა" და პირადად სააკაშვილს უკავშირდება. კარგად გამოჩნდა მაშინ მისი ლაჩრული სახე და მოღალატეობრივი საქმიანობა. როგორ ჩააბარა კოდორის ხეობა, 100-ზე მეტი სოფელი და ათასობით ადამიანი აქცია დევნილობაში. ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა. მმართველი, რომლის პერიოდშიც დაიკარგება ტერიტორიები და ოკუპაცია დაკანონდება, საერთოდ როგორ უნდა ბედავდეს, არათი ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარს, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ამიტომ, დღეს რეალობა არის ის, რომ მთავარი მასხარა ბელადი არის ციხეში და ყველა დამნაშავე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები