19 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც ფავორიტი კახა კალაძეა - იაგო ხვიჩია

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციამ "საშიში" ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, კახა კალაძეს აქვს უპირატესობა. 

"ოპოზიციისთვის გამარჯვება შესაძლებელია ყოფილიყო რამდენიმე ქალაქის მოგება, მაგრამ ოპოზიციამ ფსონი დადო თბილისში, სადაც პირველი ტურიდან გამომდინარე, ფავორიტი კახა კალაძეა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. ასე, რომ ფსონის დადება, ასეთ დროს საშიშია ჩემი აზრით. შეიძლება ძალიან კარგიც აღმოჩნდეს და მე ვცდები ამაში, მაგრამ ხომ უნდა იყოს გასაგები, რომ ყველა დანარჩენი რომ მოიგო და ის წააგო, სადაც ამხელა ფსონი დადე, მაინცდამაინც კარგი საქმე არ არის,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები