16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია, ის საშხაპე ოთახში იმყოფებოდა" -  სპეციალური პენიტენციური სამსახური

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპყრობილესთან შეკრებილ მხარდამჭერებს ფანჯრიდან ესალმება, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტებას აკეთებს.

"განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და  იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

ინფორმაციისთვის:  დაწესებულების  დებულების თანახმად,  მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. 

საშხაპე ოთახში დაწესებულების  მოსამსახურეებს  შესვლა  კანონით ეკრძალებათ და ისინი  პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა  სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და  დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ,"№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის "კ" ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად,  არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას.

დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები