დიდ დიღომში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მირიან მეფის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტის სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა.
კახი კალაძემ ქალაქში არსებული სანიაღვრე ქსელების პრობლემაზე და მათ მოგვარებაზე ისაუბრა. პროექტი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"თქვენ გახსოვთ, უხვი ნალექის დროს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ და როგორ იტბორებოდა ეს ქუჩები და სამუშაოების პირველი ეტაპი იქნება ამ ქუჩაზე მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მთლიანად ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა, გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩაზე ვმუშაობთ, ანალოგიური ტიპის სამუშაოები მიდის და ბოლო ეტაპი ეს იქნება დიდ დიღომში კერძო დასახლებაში. მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის," - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.