პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე საუბრისას ამბობს, რომ ამ ფაქტით დასტურდება, რომ უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური ძალები შეგუებულნი არიან, რომ მე-2 ტურში მარცხისთვის არიან განწირულნი. მიხეილ სარჯველაძე ოპონენტების გადაწყვეტილებას უპერსპექტივოს უწოდებს.
"ჩრდილოვანი კაბინეტი მეტად ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკის განხორციელების ერთგვარი ხერხია, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, ეს ადასტურებს იმას, რომ ისინი შეგუებულნი არიან იმას, რომ რეალურად მარცხისთვის არიან განწირული.
რაც შეეხება საკითხს, რატომ ვფიქრობ რომ ეს უპერსპექტივოა, ამის საფუძველს მაძლევს რა თქმა უნდა ის განწყობები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამის ანალიზს ყველა ვაკეთებთ. მე მიმაჩნია, რომ მაგალითად, ბატონ კალაძეს, მე ვფიქრობ აქვს გარდაუვალი გამარჯვების პერსპექტივა და ეს გამორიცხავს მელიას გამარჯვების შესაძლებლობას. ჩემთვის გასაკვირია, პირველი ტურში რატომ ვერ შედგა გამარჯვება, სიმართლე გითხრათ, მაგრამ ეს ახსნადია გარკვეულწილად. მაგრამ, ახლა მეორე ტურისთვის, როდესაც ორი კანდიდატია პირისპირ დარჩენილი, ჩემთვის კითხვის ნიშანი არ არსებობს გამარჯვების პერსპექტივებთან დაკავშირებით," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.