თუ მიხეილ სააკაშვილს გლდანის დაწესებულებაში გადაიყვანენ, ეს იქნება ცალსახა პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან - ეს განცხადება სააკაშვილის ადვოკატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების შეფასებით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არც ჯანმრთელობის მიზნებისთვის არ არის მიზანშეწონილი და არც მისი უსაფრთხოებისთვის.
"ციხის საავადმყოფო არც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც კონსილიუმმა განსაზღვრა და უფრო მეტიც - მიმდინარე პერიოდში იყო არაერთი შემთხვევა სხვადასხვა პატიმართან დაკავშირებით, არ მინდა სახელებით და გვარებით ვისაუბრო, როდესაც მოშიმშილე პატიმარი პირდაპირ გადაიყვანეს "ვივამედში." ასეთი პრაქტიკა არსებობს, შესაბამისად, ღარიბაშვილის განცხადება არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მკაფიო და აშკარა მაგალითი,"-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.