16 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
"ბევრი ადამიანი გამოვა" - 27 ოქტომბერს "ქართული ოცნება" თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს ელოდება

"ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ელოდება. თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის წინა საარჩევნო კამპანიის შეჯამება მოხდება.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ შეკრებაზე ბევრი ადამიანი მივა. კახა კალაძის განმარტებით, თავისუფლების მოედანზე მივა ყველა, ვინც სიძულვილით დაიღალა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა იმიტომ, რომ არავის სიამოვნებს არსებული სიტუაცია კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან - სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცილისწამება.

მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად აქვს შანსი და შესაძლებლობა, მე ქალაქზე ვიტყვი რადგანაც ვარ მერობის კანდიდატი, რომ ამ ქალაქში აღმშენებლობა და განვითარება გააგრძელონ. ბევრი გვაქვს გაკეთებული ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს კარგია, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს მომავალი," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები