სამთავრობო გუნდი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათმა კანდიდატებმა კარგად იციან ამომრჩევლების მოთხოვნები და საჭიროებები, რომ მათ პარტიას აქვს სწორად გაწერილი გეგმა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო.
"ქართული ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ მათ აქვთ მოსახლეობის ნდობა და 30 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
"ჩვენ ველოდებით გამარჯვებას, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მხარდამჭერების აქტიურობაზე. შეხვედრები ტარდება კანდიდატების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში უბან-უბან და ქალაქ-ქალაქ და საზოგადოებას აცნობენ, როგორც ამ არჩევნების მნიშვნელობას, ასევე იმ გეგმებს, რაც აქვთ კანდიდატებს განსახორციელებელი," - განაცხადა ბექა დავითულიანმა.