"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანგარიშს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ 2015-2020 წლამდე მართლმსაჯულების სისტემაში მიღებული ყველა დასკვნა შეისწავლა.
კვლევის თანახმად, მოსამართლეთა დაწინაურების არსებული წესი უმეტესად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სასამართლოებს შორის მოსამართლეთა როტაციის მიზნით გამოიყენება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს, ვინაიდან კენჭისყრის ფარულობა სათანადო დასაბუთებასა და შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს.