ოპოზიცია არჩევნების მე-2 ტურისთვის ემზადება და მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში ისინი დღეს შინდისში, წავკისში, ტაბახმელასა და კოჯორში იმყოფებოდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ.
თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მოქალაქეებს გამარჯვების შემთხვევაში ყველა პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
"ბევრს არ აქვს განცდა, რომ დედაქალაქის მერია არის ყველას მერია, ბევრს აქვს განვდა, რომ მერია ერთი პარტიის კუთვნილებაა. ეს ყველაფერი მრავალფეროვნებით და კოალიციური გუნდით უნდა შეიცვალოს,"- აცხადებს მელია.