16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
სააკაშვილის 18-ე დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში არსებობს რისკები, როგორც ჯანმრთელობის ასევე უსაფრთხოების კუთხით - გიორგი ბურჯანაძე

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის 18-ე დაწესებულებაში გადაყვანა რისკის შემცველია. 

"სამედიცინო თვალსაზრისით 18-ე დაწესებულება ექიმების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. სამედიცინო თვალსაზრისით რა განვითარებები იქნება ამასთან დაკავშირებით მე მსჯელობა გამიჭირდება. 

უსაფრთხოების თვალსაზრისით 18-ე დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, იქ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის შემთხვევაში არსებობს რისკები, როგორც ჯანამრთელობის კუთხით ასევე ორი საპატიმრო დაწესებულების დეზორგანიზების მხრივ.

როდესაც ჩვენ გადავამოწმეთ მზაობა დაწესებულების, ბუნებრივია ვიკითხეთ სხვადასხვა მიმართულებით შესაბამისი დარგის სპეციალისტებზე ინფორმაცია. დაწესებულებას რეანიმატოლოგი არ ჰყავდა, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა. ჩვენი წამოსვლის შემდეგ იმ დღესვე კვირას მოხდა რეანიმატოლოგის დანიშვნა,"- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე. 

დღის ამბები