16 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
EPP მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

"ევროპის სახალხო პარტია", რომლის წევრი "ნაციონალური მოძრაობაცაა", მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერ გამწვავებასთან დაკავშირებით," - ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის" განცხადებაში.

 

დღის ამბები