05 მაისი 2024,   01:22
ვრცლად
მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს სააკაშვილის მდგომარეობას - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიესალმება, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დიპლომატის თქმით, ია აქტიურად ადევნებს თვალს მის ჯანმრთელობას.

"წუხილს გამოვთქვამთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საკითხი როდესაც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობა.

მოხარული ვართ, რომ არსებობს მრავალპროფილური ჯგუფი, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენც ასევე აქტიურად ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები