პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ მოსალოდნელ დესტრუქციულ ქმედებებზე საუბრობს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოლოდინები აქვს.
"რაც შეეხება მოლოდინებს არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდია სურვილი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხრიდან დესტაბილიზაციის შემოტანისა და ამ გზით რაღაც წარმატების მიღწევისა, იმ ფონზე, როდესაც არ აქვთ რეალურად მოქალაქეთა მხარდაჭერა, ასეთ ფონზე შეიძლება ვიხილოთ მცდელობები გარკვეული აჟიოტაჟის შემოტანისა და დესტრუქციული ქმედებებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს, რეალურად, ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის არჩევნების ლეგიტიმურობას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.