16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ოპოზიციის კანდიდატები პრაქტიკულად ყველგან სარგებლობენ მოსახლეობის მხარდაჭერით -  ზაალ უდუმაშვილი "იპსოსის" კვლევაზე

წინასაარჩევნოდ "იპსოსის" მიერ ჩატარებულ კვლევას მმართველ პარტიასა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს კვლევა ზუსტად ასახავს საზოგადოების განწყობას და მეორე ტურში, გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან.

"როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, გამოკითხვის პროცესშიც თვითონ ნიკა მელიას რეიტინგი ყოველდღიურად იზრდებოდა, რაც იმის მაჩვენებელია რომ 30 ოქტომბერს სწორედ ნიკა მელია იქნება ის ფავორიტი, რომელიც გაიმარჯვებს ამ არჩევნებზე. მე როგორც დავინახე, ყველაზე დიდ 5 ქალაქში და შესაბამისად, საერთო სურათის დანახვა აქედან შეგვიძლია. ის, რომ ოპოზიციის კანდიდატები, პრაქტიკულად, ყველგან სარგებლობენ მოსახლეობის მხარდაჭერით, ეს გამოკვეთა ამ კვლევამ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

დღის ამბები