არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მედიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. კონფერენციის ფარგლებში, შეფასდა წინასაარჩევნო გარემო, საუბარი შეეხო პროცედურულ დარღვევებს.
"ორი დღეა დარჩენილი არჩევნებამდე, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყველა ის წინასწარი შეფასებები თუ განცხადებები, რომელიც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ იყო გაკეთებული პირველი ტურის შემდგომ, გაგვეანალიზებინა და მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ეს რეკომენდაციები. რაც შეეხება ამ პერიოდში რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას, მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ადგილი არ ჰქონია," - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.