16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ძალიან მძიმე, გაუსაძლის მდგომარეობაში, რაშიც ჩააყენა ხელისუფლებამ - როსტომ ჩხეიძე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა მორიგი კონსილიუმი იმართება. საპატიმროში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 28 დღეა შიმშილობს. მსჯავრდებულის მოსანახულებლად დღეს რუსთავის ციხეში მისი უფლებადამცველები და თანაგუნდელებიც მივიდნენ.

ცოტა ხნის წინ მასთან შესახვედრად შევიდა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი როსტომ ჩხეიძე. 

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ძალიან მძიმე, გაუსაძლის მდგომარეობაში, რაშიც ჩააყენა ხელისუფლებამ. მინდა თანავუგრძნო, გავამხნევო კიდეც და ვუთხრა, რომ ესეც ჩაივლის. ჩვენ ვდგავართ გარდაუვალი ცვლილებების წინაშე - ეს უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება, რაც მალე, მით უკეთესი და ეს არ მოხდება მიხეილ სააკაშვილისაგან გადმოდებული მუხტის გარეშე,"- განაცხადა როსტომ ჩხეიძემ ვიზიტის დაწყებამდე. 

შეგახსენებთ, რომ საპატიმროში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე 28 დღეა შიმშილობს, უარი თქვა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ სამედიცინო დახმარებაზე. ექსპრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმ ცვლილებების გამო მიიღო, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა შეხვედრების ოთახში შეიტანა.

პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ხსნის შუშის დამცავი ბარიერის განახლების საკითხს იმ ოთახში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებს ხვდება. 

დღის ამბები