16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
მოველი - იქნება განცხადება, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, თუ არ შემოიხაზება ნომერი #5 - გიორგი ვოლსკი სააკაშვილზე

სერიოზული სპეკულაცია არჩევნების მეორე ტურის წინ - ასე აფასებენ "ქართულ ოცნებაში" მიხეილ სააკაშვილი ბოლო გზავნილს და გადაწყვეტილებას კონსილიუმთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე. გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის განცხადებები წინასაარჩევნო ფანდია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კერძო კლინიკაში გადაყვანის საკითხს მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი "ნაციონალურ მოძრაობას" არეულობის შესაქმნელად სურს.

"მე ვფიქრობ რომ არჩევნების წინ სერიოზულ სპეკულაციებს ექნება ადგილი, ეს არ არის  ბოლო განცხადება,  რომელიც სააკაშვილის მიერ იქნება გამოქვეყნებული. მე მოველი, რომ იქნება განცხადება იმის თაობაზე რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია თუ არ შემოიხაზება ნომერი 5. მე ვფიქრობ რომ ეს არის წინასაარჩევნო ფანდი. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი და საპატიმროს პერსონალი არის პასუხისმგებელი ამაზე," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები