16 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ენმ-ს თელავის მერობის კანდიდატი გიროგი ბოტკოველი "ქართულ ოცნებას" მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრებს მოსახლეობაზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველმა იმ საჯარო მოხელეების ფოტოებიც წარადგინა, ვინც მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობის მოწმობებს ართმევს და ემუქრება.

ბოტკოველისვე თქმით, სხვადასხვა მუნიციპლიტეტიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებს შორის დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილია, ვინც პირადად აკონტროლებს ამომრჩეველთა შანტაჟს. 

გიორგი ბოტკოველის ბრალდებებისთვის "ქართული ოცნების" შტაბში ჯერ არ უპასუხიათ.

დღის ამბები