16 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
ისინი, ვინც ხელისუფლებაში ყოფნისას აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევების გაყალბებით ცდილობენ დესტრუქციული მიზნების განხორციელებას - კობახიძე IPSOS-ზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე "მთავარი არხის" მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების სავარაუდო გაყალბებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა წყადყო წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო.

"აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ტელევიზიის - "მთავარის" მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას.

დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები