საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, სალომე ზურაბიშვილმა ხმა კოტე აფხაზის ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ხმა ერთიანობას, სიმშვიდეს და პოლარიზაციის დასრულებას მისცა.
"მე მგონი საჭიროა რომ თქვენც და ჩვენც ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე და ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ წინასაარჩევნო პერიოდში და წინა პერიოდში, დასრულდება. იმიტომ რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს, თუ არა და ხეირობს მხოლოდ ერთი - ჩვენი მეზობელი,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.