16 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ალბერტ იონსონი: მნიშვნელოვანია არჩევნების დღე, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი არანაკლებ საყურადღებოა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი თბილისის მე-6 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. ალბერტ იონსონი ადგილზე გაეცნო საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"რამდენიმე უბანზე ვაპირებ წასვლას. ყველას ნახვას პირადად ვერ მოვასწრებ, მაგრამ ეუთო-ს მისიაა, რომ სრულად საარჩევნო პროცესს დავაკვირდეთ. ამისთვის საქართველოში 24 აგვისტოდან ვიმყოფებით.

მეორე ტურში ჩვენ გვყავს 150 დამკვირვებელი, არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც. ასევე დავაკვირდებით არჩევნების შემდგომ პროცესსაც.

მნიშვნელოვანია არჩევნების დღე, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდი არანაკლებ საყურადღებოა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და წინასწარ დასკვნებს ამის საფუძველზე ხვალ წარგიდგენთ. რამდენიმე კვირაში კი საბოლოო ანგარიში გვექნება. ასევე წარვადგენთ რეკომენდაციებს როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ჩემი საქმეა, რომ ამ გზით წვლილი შევიტანო დემოკრატიულ არჩევნებში," - აცხადებს ეუთო/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ალბერტ იონსონი.

დღის ამბები