16 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე - ნინო დოლიძე

როგორია არასამთავრობო სექტორის შეფასება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით - საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას 4 საარჩევნო ოლქში 170 დამკვირვებლით აკვირდებოდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ სპეციალურ ბრიფინგზე რუსთვში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. განცხადება გააკეთეს "სამართლიან არჩევნებშიც".

"ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა. თუმცა არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.

კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები. ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. "სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.

დღის ამბები