16 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები - გერმანიის ელჩი

არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პირველადი ანგარიშის წარდგენას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო პროცესი მედიასთან შეაფასა და განაცხადა, რომ ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, არჩევნების შედეგი მიღებული იყოს. საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებს რაც შეეხება, ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ეს ხარვეზები უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება:

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკვე წარმოადგინეს თავისი შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით. მათ წარმოადგინეს ძალიან დეტალური, დიფერენცირებული და დაბალანსებული შეფასება, სადაც მათ დანახული აქვთ როგორც დადებითი მხარეები და გაუმჯობესება, ასევე ხაზგასმულია ჯერ კიდევ არსებული სისუსტეები.

ცალსახაა, რომ ეს სისუსტეები უნდა იყოს აღმოფხვრილი და ნებისმიერი საჩივარი უნდა იყოს განხილული შესაბამისად. ფუნდამენტური დემოკრატიული მოვალეობაა, რომ მიღებულ იქნას არჩევნების შედეგები და მუშაობა გაგრძელდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში.

ასევე მინდა მივულოცო ყველას, ვინც აირჩიეს მერის თანამდებობაზე და ასევე საკრებულოში. ვუსურვებ მათ წარმატებას, რათა გააუმჯობესონ და გააძლიერონ ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იმუშაოს ყველა მუნიციპალიტეტთან აქტიურად, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები