2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დასრულებულია. მმართველი პარტია გამარჯვებას ზეიმობს, დამარცხებული ოპოზიცია ქუჩაში გადის. "ქართულმა ოცნებამ" ყველა თვითმმართველ ქალაქში გამარჯვება მოიპოვა.
უბნების 100 პროცენტი დათვლილია ხმები კი ასე ნაწილდება - თბილისმა კახი კალაძე აირჩია, მას ხმათა საერთო რაოდენობას 55,60% აქვს - ნიკანორ მელიას კი 44,40%. - კალაძემ თბილისს ნდობის ისევ გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და დადო პირობა, რომ ის ყველას მერი იქნება - ნიკა მელია ჯერჯერობით დამარცხებას ვერ ეგუება - და თანამოაზრეებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
არჩევნების პირველივე ტურში, თითქმის სრულად გაირკვა, თუ როგორ დაკომპლექტდა თბილისის საკრებულო, სადაც სულ 50 დეპუტატისთვის არის ადგილი. აქედან უმრავლესობა, 29 დეპუტატი მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას ეყოლება. მათგან 10 მაჟორიტარი და 19 პროპორციული სიით შეყვანილი დეპუტატი იქნება. 13 მანდატი ექნება "ნაციონალურ მოძრაობას", 4 დეპუტატი ეყოლება გიორგი გახარიას პარტიას "საქართველოსთვის", 2 მანდატი ერგო "ლელოს" თითო დეპუტატი კი "გირჩი - მეტი თავისუფლებას" და ანა დოლიძის პარტიას ეყოლება.
თბილისის საკრებულოში ერთი მანდატის ბედი გადაწყდა მეორე ტურის შედეგად. გუშინ, საბურთალოს ოლქში გამარჯვება მოიპოვა ავთანდილ ცინცაძემ. შესაბამისად თბილისის საკრებულოში, "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი მანდატი დაემატა და შეიძლება ითქვას, რომ მყარი უმრავლესობა მოიპოვა.
როგორია პროცენტები დანარჩენ მსხვილ ქალაქებში:
ზუგდიდი:
მამუკა წოწერია 51.63%.
ანზორ მელია 48.36%.
რუსთავი:
ნინო ლაცაბიძე 53,72%.
დავით კირკიტაძე 46,28%.
ქუთაისი:
იოსები ხახალეიშვილი "ქართული ოცნება" - 51,64%.
ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობა" - 48,36%.
ბათუმი:
არჩილ ჩიქოვანი "ქართული ოცნება"- 51,01%.
გიორგი კირთაძე "ნაციონალური მოძრაობა"-48,98%.