თითქმის 4%-იანი სხვაობით აჯობა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა კონკურენტ ხატია დეკანოიძეს.
დამარცხებული შედეგებს უნდობლობას უცხადებს და დარღვევებზე მიუთითებს. ხახალიშვილი, კი უკვე გეგმებზე საუბრობს, თუ როგორ ხედავს ახლად არჩეული მერი ქუთაისის განვითარებას.
"გამარჯვების მოლოდინი გვქონდა და ეს გამარჯვება ოფიციალურად გავაფორმეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს და პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. წინ ნაყოფიერი პერიოდი გვაქვს, რომ ქალაქში ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. მე მაქსიმალურს გავაკეთებ გუნდთან ერთად ქუთაისისთვის,"-აცხადებს ხახალაშვილი.