04 სექტემბერი 2026,   21:58
ვრცლად
შიმშილობა უკვე არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ძალიან მძიმე პერიოდია - ბექა ბასილაია სააკაშვილზე

პატიმრობის და პროტესტის უკიდურესი ფორმის 32-ე დღე - "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დამარცხდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობს.

პატიმართან ამ წუთები მისი მეუღლეა შესული, რიგში არიან უფლებადამცველებიც, რომლებსაც სააკაშვილი 2 დღეა არ უნახავთ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისმა უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"ქართველი ხალხის და საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი, გავათავისუფლოთ.  შიმშილობა უკვე არის ისეთ ფაზაში შესული, რომ ძალიან მძიმე პერიოდია. აქედან გამომდინარე ყოველ დღეს და მოქმედებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ხელისუფლების გაჯიუტება, ეს არის პირდაპირ რევანში და ბოროტი განზრახვა და იმედია, ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს," - განაცხადა ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღის ამბები