25 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს. ჯერჯერობით უცნობია რომელ საათზე დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი და რა საკითხთან დაკავშირებით გაკეთდება განცხადება. 

აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც.

თუმცა აღნიშნული ყველა შეხვედრის შინაარსი, თუ რა საკითხები განიხილებიდა მედიაციისას მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. 

"რუსთავი 2" პრეზიდენტის სიტყვას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.   

დღის ამბები