16 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
ხმაური ცესკოს შენობასთან - ადგილზე, აქციის მონაწილეებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებიან

ხმაურია ცესკოს შენობასთან. ადგილზე, აქციის მონაწილეებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. მობილიზებულია პოლიცია. შეკრებილები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობენ. ისმის შეძახილები და საყვირების ხმა.

კომისიის წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" - დავით კირთაძემ, ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, სახეზე საღებავი შეასხა.

ინციდენტის გამო, შეხვედრა, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, დაწყებიდან 3 წუთში შეჩერდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა რამდენიმე წუთში განახლდა.

გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომა დაზიანებული თვალით გააგრძელა.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები