"ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინა 4 წელი რომ იყვნენ პარლამენტში, ერთ კანონს მაინც თუ მისცეს ხმა?! დესტრუქციას ქუჩაში თუ იყვირებენ თუ პარლამენტის კედლებში, რა მნიშვნელობა აქვს?!" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა "ძლიერი საქართველოს" ინიციატივასაც სიების ერთდროულად ჩახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ერთმანეთისადმი უნდობლობის მაჩვენებელია.
"ერთობლივად მივმართოთო იმიტომ თქვეს, რომ ისინი არ ენდობიან ერთმანეთს. მათი სურვილი ერთია, რომ საქართველოს პარლამენტი არ შედგეს, ეს მათი სურვილი არ განხორციელდება. ისინი იქნებიან თუ არა პარლამენტში, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წინა 4 წელი რომ იყვნენ პარლამენტში, ერთ კანონს მაინც თუ მისცეს ხმა?! დესტრუქციას ქუჩაში თუ იყვირებენ თუ პარლამენტის კედლებში, რა მნიშვნელობა აქვს?!
კარგად იციან, რომ ვერაფერს გააუქმებენ, ვერც ამ პარლამენტის მუშაობას შეაჩერებენ. საერთოდ,პრეზიდენტი არაფერ შუაშია იმასთან დაკავშირებით, პარლამენტი შედგება თუ არა. ერთი სიმბოლური უფლება აქვს და ამ უფლებასაც, რა თქმა უნდა, დაარღვევს პრეზიდენტი,"- აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი.