მმართველ გუნდში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ საღებავი შეასხა.
როგორც გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, ადამიანი, ვინც ეს ჩაიდინა, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს:
"ჩვენ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. ვნახეთ რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცმოძრაობის წევრმა, კომისიის თავმჯდომარე საღებავი შეასხა და რეალურად, არამხოლოდ კომისიის თავმჯდომარეს, არამედ, მინიმუმ 1 200 000 ამომრჩეველს შეასხა ეს საღებავი. ეს ადამიანი, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს არამხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ იქნება არავის საჯიჯგნი ქვეყანა და საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, უმრავლესობის გადაწყვეტილება პატივცემული უნდა იყოს,"- აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.