16 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
შიმშილობის 34-ე დღეს სააკაშვილი ეროვნული შერიგების საჭიროებაზე ალაპარაკდა - რა გზავნილით გამოვიდა ციხიდან ვალერი გელბახიანი

ექსპრეზიდენტისთვის შიმშილობის 34-ე დღე რუსთავის კოლონიის სამარტოო საკანში იწურება. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დილიდან ანგეოქირურგი შევიდა, თუმცა უცნობია, რა სახის დახმარება აღმოუჩინა მან პატიმარს, რომელიც თვეზე მეტია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ საჭიროა დროული ჰოსპიტალიზაცია არა ციხის ჰოსპიტალში, არამედ სამოქალქო კლინიკაში. ისინი სასამართლო პროცესის ჩანიშვნასაც მოითხოვენ, რომელზე დასწრებასაც თავად მსჯავრდებული გეგმავს.

უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის დაცვის პროცესში შესაძლოა ვალერი გელბახიანიც ჩაერთოს. ის დღეს #12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის თხოვნით შევიდა, დაახლოებით ერთსაათიანი აუდიენციის შემდეგ კი მედიასთან პატიმრის კონკრეტული გზავნილით დაბრუნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ეროვნული შერიგების საჭიროებაზე საუბრობს.

რუსთავის კოლონიასთან ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მხარდამჭერები დღესაც შეიკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

 

დღის ამბები