16 ნოემბერი 2024,   14:54
ვრცლად
დეპუტატის მანდატებთან დაკავშირებით კოლექტიურ განცხადებას რამდენიმე დღეში გავაკეთებთ - ბაჩო დოლიძე

ტოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს - "ღამის კურიერის" კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ საერთო განცხადებას ენმ რამდენიმე დღეში გააკეთებს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური განცხადებები გაკეთდა, რამდენიმე დეპუტატისგან ჩვენ ძალიან მალე საერთო განცხადებებს გავაკეთებთ. 

ჩემი პირადი აზრია, რომ სადაც უმრავლესობა მოპოვებული აქვს ოპოზიციას იმ საკრებულოებში ბრძოლა უნდა განვაგრძოთ და მაქსიმალური რესურსი დავდოთ,"- აცხადებს დოლიძე. 

დღის ამბები