06 მაისი 2024,   00:07
ვრცლად
ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს - ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

შსს ინფორმაციით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.

"სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "ჰეროინის" შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს "ჰეროინის" შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები