რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო მოთავსებული, ამ დროისთვის სიმშვიდეა, ციხესთან მხოლოდ დაცვის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. სპეციალური ჯებირებით არის ტერიტორია შემოსაზღვრული, რის მიღმაც მედიის წარმომადგენლებს შესვლის უფლება არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელმა.