ყველა კინო და სატელევიზიო გადასაღებ მოედანზე, სადაც ყალბი თუ ნამდვილი იარაღი იქნება გამოყენებული, უსაფრთხოება პოლიციამ უნდა შეამოწმოს. ამის შესახებ მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, პოლიციის დაქირავება კინო-მწარმოებლებმა თუ სატელევიზიო კომპანიებმა თავად უნდა უზრუნველყონ.
შეგახსენებთ, რომ ფილმ "რასტის" გადასაღებ მოედანზე, მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ შეუმოწმებელი სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლილ ტყვიას, ოპერატორი ემსხვერპლა, რეჟისორი კი დაიჭრა.