"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ, ექსპრეზიდენტის ჩამოყვანაში ბრალდებულებზე განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული და პოლიტიკური დევნა.
"დაიწყება იმ ადამიანების პროცესი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანაში არიან ბრალდებულნი, მიუხედავად იმისა, რომ აქ მუხლიც არ არსებობს, რომელიც პირდაპირ პროცესს მიესადაგება. ის ფაქტი, რომ ეს ხალხი აღკვეთი ღონისძიების ქვეშ არის, კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ეს არის ნაწილი სამაგალითო, პოლიტიკურად მოტივირებული დასჯის და დევნის, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ