პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე რუსეთში ერთ-ერთ პოლიტიკურ გადაცემაში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საქართველოს დროშა იატაკზე იყო გამოსახული. ჩიხლაძის განცხადებით, ამ ფაქტით რუსეთს საქართველოს სახელმწიფიოებრიობის დაკნინების მცდელობა ჰქონდა.
"ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკნინების, საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ქართველების შეურაცხყოფის. ეს არის ოკუპანტის ენა და ისინი გვესაუბრებიან ოკუპანტის ენაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები, უნდა ვიყოთ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებთან ერთად, რომ წინ აღვუდგეთ ყოველგვარ ასეთ გამოვლინებას,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.