20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო და არის რუსეთის მთავარი მოკავშირე საქართველოში" - ბექა ოდიშარია

საქართველოს დროშის შეურაცხყოფა, როცა ერთ-ერთი რუსული მედიასაშულების გადაცემამ ჩვენი ქვეყნის დსახრლწიფო სიმბოლო სტუდიის იატაკად აქცია, თბილისში დაგმეს, ფაქტს ნეგატიური შეფასებები მოყვა უმრავლესობაშიც და ოპოზიციაშიც.

თემის კონტექსტში გაკეთებულ კომენტარებში "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ოპონენტების შეფასებებს და ბრალდებებს კონტრ-ბრალდბებით უპასუხა. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, "ნაციონალურ მოძრაობას", 2008 წლის ომის დაწყებაში ქართველი სამხედროების დადანაშაულებას ახსნებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ნაციონაური მძრაობის სიბრაზეს ყალბს უწოდებს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია კი "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოში რუსეთის მოკავშირედ მოიხსენიებს. 

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო და არის რუსეთის მთავარი მოკავშირე საქართველოში. არაერთხელ მომხდარა, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებათ, კრებითი "ნარიშკინები" მაშველ რგოლად გამოჩენილან, რის შემდეგაც მათ დაუწყიათ მავნებლური კამპანიები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ყოველი მათი მცდელობა მათთვის ძალიან მძიმედ სრულდება. რუსეთს რეალურად ეშინია, საქართველოში სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო მეტად დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან,“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ. 

"ნაციონალურ მოძრაობას" ტანჯავს ის აზრი, რომ 9 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ესკალაცია არ მოხერხდა რუსების მხრიდან. შეიძლება ყველაზე მეტს აგინებდე რუსეთს, მაგრამ ამ გინების შედეგი, მათი ქმედებების შედეგი ყოველთვის იყო წამგებიანი საქმე საქართველოსთვის და მომგებიანი რუსეთისთვის. ყველა დესტაბილიზაცია, რასაც "ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ცდილობს, რომ განახორციელოს, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს იმიჯი დააზიანოს, რაც პირდაპირი ბენეფიტი არის პუტინის რუსეთისა,"- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

 

 

 

დღის ამბები