20 ნოემბერი 2024,   10:16
ვრცლად
2.4 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა Google-ს - ევროსასამართლომ კომანიის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ევროსასამართლომ "გუგლის" საჩივარი არ დააკმაყოფილა და კომპანიას 2.4 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა არ გაუუქმა.

ევროკომისიამ "გუგლი" საკუთარი მონოპოლიური საძიებო სისტემის არაკეთილსინდისიერი გამოყენებისა და შიდა ბაზრის დაზარალებისთვის დააჯარიმა.

საძიებო სისტემის მომხმარებლები ავტომატურად მისამართდებოდნენ "გუგლ შოპინგის" გვერდზე, რაც ევროსასამართლოს თანახმად, ევროკავშირის კონკურენციის წესებს არღვევს.

კომპანიას გადაწყვეტილების გასაჩივრება კიდევ ერთხელ შეუძლია.

დღის ამბები